გაყიდვების კონსულტანტი/რეზერვი
29-09-2026 - 30-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია "დუთი ფრი ჯორჯია" წარმატებით ოპერირებს საქართველოში 15 წელზე მეტია და წარმოდგენილია ქვეყნის თითქმის ყველა სახმელეთო საზღვარზე თავისი მაღაზიებით. "დუთი ფრი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტი/რეზერვის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: საქართველოს სხვადასხვა სახმელეთო სასაზღვრო ლოკაციაზე მდებარე „დუთი ფრი ჯორჯიას“ სავაჭრო ობიექტები. კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას. (სარფი, სადახლო, წითელი ხიდი, ნინოწმინდა, ვალე, კარწახი).

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს 24-საათიანი სმენა (პროპორციული დასვენების საათებით).

თანამდებობის მოკლე აღწერა:

გაყიდვების კონსულტანტი/რეზერვი არის კომპანიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თანამშრომელი, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე. მისი ძირითადი ამოცანაა, მომხმარებლის საჭიროებების სწორად განსაზღვრა და მათი დაკმაყოფილება პროფესიონალური მომსახურებით, პროდუქციის დეტალური ცოდნითა და ინდივიდუალური მიდგომით.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ხარისხიანი და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის, ასევე არსებული აქციების შესახებ;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.);
** მაღაზიის პროდუქციის პერიოდულ აღწერაში/ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** სალაროს ოპერაციების შესრულება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად).
** გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
** ქართული, რუსული და ან/ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!